პროექტის გეგმა




  პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელწოდება: „ტურისტული სააგენტო კოსმოსში“
2.პროექტის მთავარი იდეა:  პროექტი ეფუძნება მოსწავლეების დიდ ინტერესს კოსმოსის მიმართ, ეს თემა ამ ასაკობრივ ჯგუფში მეტად აქტუალურია, აქვთ უამრავი შეკითხვა და მოსაზრება, რომელთა დაკმაყოფილება ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში არაეფექტიანია. მიიღონ  ინფორმაცია ფორმალური და  არაფორმალური გზით.  
3.პროექტის აქტუალობა:  დაწყებითი კლასების მოსწავლეებს (VI კლასში) რიგ შემთხვევებში უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, ამიტომ პროექტის ფარგლებში მოხდება ცოდნასთან პრაქტიკული შეხება. კოსმოსის შესწავლის დროს მნიშვნელოვანია  გამოიკვეთოს და მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს მოსწავლეების ინტერესები. მოხდეს სანდო წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, ამ ინფორმაციის გადარჩევა და დაჯგუფება.
4.პროექტის მიზნები: 
·         მოსწავლეები ინტერესიდან გამომდინარე  სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა გაეცნონ მზის  სისტემას.  
·         მოსწავლეებმა დაამზადონ სარეკლამო ბუკლეტები
·         მოსწავლეებს განუვითარდეთ  ინფორმაციის  მოპოვების და მისი  და შემოქმედებითად გამოყენების  უნერ-ჩვევები.
5. მონაწილეთა ასაკი: მეექვსე კლასი (10-11 წელი)
6. ხანგრძლივობა : 2 თვე/ 8 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შიძლება შეიქმნას:
·         გაეცნობიან მზის  სისტემის ნაწილებს - მზეს, პლანეტებს მათი თანამგზავრებით, კოსმოსის შესწავლის გზებს.
·         დაამზადებენ სარეკლამო ბუკლეტებს და მოახდენენ მათ პრეზენტაციას.
·         მოსწავლეებს განუვითარდებათ კოსმოსის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვების, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასების, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენების  უნერ-ჩვევები.
·         მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი სასწავლო ინტერესების, საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგს;
·         ჩაატარებენ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს - ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით.
8. პროქტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
·         ბუკლეტის  და მოდელის  შესაქმნელად საჭირო მასალა - თაბახის და ფერადი ფურცლები, ფერადი საღებავები, მარკერები, პლასტელინი, თიხა  და ა.შ
·         ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერი.
9. პროექტის მსვლელობა:
1.      მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას პლანეტების შესახებ.
2.      მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას თუ როგორ იკმაყოფილებენ ასტონავტები ძირითად სასიცოცხლო საჭიროებებს (საკვები, წყალი, ძილი და ა.შ) კოსმოსში ცხოვრების და მუშაობის დროს.
3.      ნახავენ  დოკუმენტურ ფილმებს კოსმოსურ ხომალდზე მომუშავე ასტრონავტების შესახებ. (მაგ:  https://www.youtube.com/watch?v=_LzlpRiksAA )
4.      მოსწავლეები ეწვევიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლანეტარიუმს და მოისმენენ ლექცია - სემინარს პლანეტების შესახებ.
5.      მოეწყობა საგანმანათლებლო ექსკურსია აბასთუმნის ობსევატორიაში, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან კოსმოსზე დაკვირვების და შესწავლის ხელსაწყოებს.
6.      მოსწავლეები ინდივიდუალურად შექმნიან საინფორმაციო- სარეკლამო ბუკლეტს, სადაც აღწერენ  მათ მიერ შექმნილ „კოსმოსურ ტურისტულ სააგენტოს“ და  მსურველებს შესთავაზებენ  „ტურისტულ ვიზიტს“   შერჩეულ პლანეტაზე.
7.      სასურველი მასალით  შექმნიან  პალნეტის მოდელს.
8.      ბუკლეტებისა და მოდელების შეფასება
9.      პროექტის დასასრულს მოხდება მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების ვერბალური და ვიზუალური პრეზენტაცია სასკოლო სივრცეში.
10.  პრეზენტაციის შეფასება.
11.  პროექტის შეფასება.

10. საგნებთან/ესგ-თან კავშირი:
ბუნება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,  ქართული.
ბუნ.VI.6.მოსწავლეს შეუძლია კოსმოსური სხეულების მოძრაობისა და ზოგიერთი   ასტრონომიული მოვლენის აღწერა მზის სისტემაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს მოდელებს და აღწერს  მთვარის, დედამიწიდა სხვა პლანეტების მოძრაობას მზის სისტემაში;
·         ასახელებს და აღწერს კოსმოსურ სხეულებ(მაგ., ვარსკვლავი, პლანეტა, კომეტ, ასტეროიდი, მეტეორი, მეტეორიტი); მსჯელობს მათ შორის განსხვავებებზე;
ს.გ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია იზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის  შექმნისას.
·           კონკრეტული მოცემულობის შესაბამისად თავად ირჩევს მასალას და ტექნიკას.
ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. 
·         წერს სარეკლამო ტექსტს;
წერს ინსტრუქციას ან აღწერს პროცედურას, სადაც თანამიმდევრობით იძლევა ზუსტ მითითებებს;

11. პროექტის ხელმძღვანელი: ირინა ჭელიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: i.chelidzeXX@gmail.com
13. პროექტის ბლოგი:  https://treningi-irina-2018.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий